Thursday, June 28, 2018

რეფლექსიები

დღე1
გავეცანი ინტელის პროექტებით სწავლების პრინციპებს, ჩემთვის ეს სიახლე იყო, ვისწავლე როგორ ვმართო სახელმძღვანელო,  სანიშნი, კომენტარი, ტექსტში მნიშვნელოვანი ადგილების მონიშვნა კონკრეტულად ამ სახელმძღვანელოში, ტრენინგის პირველი დღე საინტერესო იყო, ვთვლი რომ ყველა დავალება წარმატებით შევასრულე.

დღე 2
 დღევანდელ დღეს გავიმეორეთ ნასწავლი მასალა, შევისწავლეთ ბრაუზერის პანელზე ვებ-გვერდის ჩანიშვნა, ვფიქრობ ეს გამომადგება ყოველდღიურ საქმიანობაში არა მარტო პროექტის ფარგლებში,   გავეცანით პროექტზე მუშაობის დეტალებს, გავეცანით რისი გაკეთება გვევალება : პუბლიკაცია, რომელიც ახსნის პროექტის მნიშვნელობას სასწავლო პროცესში (ბროშურა)  პროექტის გეგმის პრეზენტაცია,  მოსწავლის ნიმუში (მროშურა ან პრეზენტაცია)  მოსწავლის ნიმუშის შეფასების რუბრიკა,  პროექტის გეგმა, განვიხილეთ ზოგადი კითხვების და თემატური კითხვების ნიმუშები ასევე  შინაარსობრივი კითხვები, გავეცანით ბროშურების დასამზადებელ შაბლონებს

დღე3
დავასახელეთ პროექტის თემა, წარვადგინეთ ჩვენს მიერ დასახელებული თემის მიზანი, მოკლედ ჩამოვაყალიბეთ რის გაკეთებას ვგეგმავთ. დავიწყეთ სასწავლო პროექტის  გეგმის შაბლონში პრაქტიკული მუშაობა (შევსება) განვიხილეთ თითოეული ნაწილის შევსების  შინაარსი და პრინციპი, განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები: ზოგადი კითხვები, თემატური კითხვები, შინაარსობრივი კითხვები

დღე 4 
ვისწავლეთ ბროშურის დამზადება, განვიხილეთ დეტალურად შექმნის პრინციპები, სათაურის შერჩევა ფერის ჩასმა ბროშურაში,, ფოტოს ატვირთვა,   ურთიერთგაზიარება და კომენტარების მინიჭება  

დღე 6
ვიმუშავეთ ბროშურის და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკის შექმნაზე

დღე 7
დღევანდელ დღეს ვისწავლეთ ბლოგზე ბმულის და საქაღალდის ატვირთვა, სრულად ავტვირთეთ დისკზე,  შესრულებული დავალებები  საქაღალდეებში მოთავსებული. ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონის მართვა

დღე  9
 დავასრულეთ დაურსულებელი დავალებები, გავაკეთეთ გეგმის პრეზენტაცია